ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იუდეველები როშ-ჰაშანას ზეიმობენ

იუდეველები როშ-ჰაშანას ზეიმობენ

3-4 ოქტომბერს იუდეველები როშ-ჰაშანას, ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, როშ-ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, რომლის დროსაც ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას - ახალი წლის დღესასწაულს და ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.