ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიური მედია სამცხე-ჯავახეთის შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებს

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, იტალიელ ჟურნალისტსა და სოციალურ მედია-ინფლუენსერს კონსუელო ჯენარის უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტმა რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულა.
„ბორჯომის ცენტრალური პარკი, ახალციხის ციხე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სოფელი სარო, კურორტი აბასთუმანი - იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომლის შესახებაც იტალიელი ჟურნალისტი მაყურებელს შთაბეჭდილებებს გაუზიარებს. კონსუელა ჯენარი, ასევე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ სადემონსტრაციო ნაკვეთს ესტუმრა, სადაც ისტორიული მესხური ჯიშის მარცვლეული კულტურების აღდგენა/სელექცია ხორციელდება.
ტურის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის ტურისტული სერვისების გაცნობაც მოხდება, როგორიცაა განთავსებისა და გასტრონომიული ობიექტები.
ინფოტურის შედეგად, იტალიელი ჟურნალისტი და ინფლუენსერი რეგიონის ძირითადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ 30-წუთიან ფილმს და სტატიებს მოამზადებს, რომლებიც იტალიურ მედიაპლატფორმებზე გავრცელდება.
პრესტურის მხარდამჭერები არიან - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წევრი კომპანიები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.