იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება

ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, ტაიანის კომენტარის გაკეთება სთხოვეს მედიაში გავრცელებულ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“, რომელიც მიუღებლად მიიჩნევა უკრაინისთვის.
„რთულია ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის გაჟონვის კომენტირება.
ყურადღებით გავაანალიზებთ მას [გეგმას], როდესაც ის წარმოდგენილი იქნება. როგორც ადრეც არაერთხელ ითქვა, ევროპას როლი უნდა ჰქონდეს. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება“, – განაცხადა ტაიანიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ ეწინააღმდეგება გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას, თუ ამის განხორციელების კანონიერი გზა იქნება ნაპოვნი.
„ეს წმინდად იურიდიული საკითხია, პოლიტიკური არა. უნდა დავინახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ასევე როგორ უზრუნველვყოთ ევროზონის სტაბილურობა. იურიდიულმა ექსპერტებმა ახლა სიღრმისეული ანალიზი უნდა ჩაატარონ ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად“, – განაცხადა ტაიანიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა