ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინას დახმარება სჭირდება, მაგრამ კონფლიქტში ჩვენი სამხედროების ჩართვას გამოვრიცხავ

იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას გამორიცხავს.
„ჩვენი პოზიცია არ იცვლება: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკრაინას დახმარება სჭირდება და ამას ვაკეთებთ, მაგრამ ასევე, კონფლიქტში ჩვენი სამხედროების უშუალო ჩართვას გამოვრიცხავთ“, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ.
გვიდო კროსეტომ აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება დაძაბულობას ზრდის.
„მე ისეთი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს, როგორიც საფრანგეთია, არ განვსჯი, მაგრამ ამ განცხადებების მიზანს ვერ ვიგებ, რომლებიც ობიექტურად დაძაბულობას ზრდის“, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.