ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიის თავდაცვის მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიის თავდაცვის მინისტრი პერიკარდიტის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროსეტო რომის სან კარლო დი ნენსის საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს.
სამინისტრო აცხადებს, რომ კროსეტოს გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილები ჰქონდა.
საავადმყოფოში თავდაცვის მინისტრს გულის კორონაროგრაფია ჩაუტარდა და შეიძლება მოგვიანებით გაწერონ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ კროსეტოს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„მოუთმენლად ველით, რომ მალე გიხილავთ“, - წერს ტაიანი X-ზე.
ცნობისთვის, პერიკარდიტი გულის გარეთა გარსის ანთებაა, რომელიც გულმკერდის არეში ტკივილს იწვევს, მაგრამ როგორც წესი, სერიოზულ მდგომარეობად არ ითვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.