იტალია უარყოფს კობახიძის განცხადებას და ამბობს, რომ სანქციებს მხარი დაუჭირა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუმინეთის მსგავსად, აცხადებს, რომ არ უთქვამს უარი „ოცნების“ წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციების მიღებაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებიდან 5-მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი სანქციებს — უნგრეთმა, ესპანეთმა, სლოვაკეთმა და ასევე რუმინეთმა და იტალიამ. ეს ორი ამბობს, რომ მათ ასეთი პოზიცია არ ჰქონდათ.
„იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციებს, რომელთა დაბლოკვაც სხვა წევრებს შორის კონსენსუსის არქონის გამო შედგა. იტალიამ მხარი დაუჭირა დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც.
იტალია იმეორებს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდზე უნდა იყოს და იმედოვნებს, რომ თბილისის ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ევროპული გზა გადაკეტეს, გადახედვადი იქნება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი