იტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლოს განკარგულებებს შეასრულებენ და ბენიამიმ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტს დააკავებენ

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ და ნიდერლანდებმა, განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, იოავ გალანტს დააპატიმრებენ, თუ ისინი მათი ქვეყნების ტერიტორიაზე შევლენ, – ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
„მოგვიწევს მათი დაპატიმრება“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ იტალია, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, ვალდებულია, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერების მიხედვით იმოქმედოს.
ნიდერლანდების მთავრობაში ასევე განაცხადეს, რომ დაკავების ორდერების შესაბამისად იმოქმედებენ.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი“ იმის დასაჯერებლად, რომ მათ ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება