არქივი21 იანვარი, 2024, 07:57
იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
იტალიური მედიის ცნობით, ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, როდესაც ისინი პატრულმა შენიშნა. პოლიციის გამოჩენის შემდეგ, ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი ადგილზე დააკავეს.
ჩხრეკისას პოლიციამ ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.