ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიაში, ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე დაკავებულს საკვები პროდუქტებისა და წვრილმანი ნივთების ქურდობას ედავებიან. 30 წლის კაცი ერთ-ერთ მაღაზიაში დაცვის თანამშრომელმა მაშინ დააკავა, როდესაც მას მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთები, ზურგჩანთის მეშვეობით გაჰქონდა. ჩხრეკისას კარაბინერებმა ჩანთიდან 600 ევროს ღირებულების საპარსები ამოიღეს.
რაც შეეხება მეორე მოქალაქეს, ის აგრეთვე მაღაზიიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. 33 წლის კაცის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის მაღაზიიდან გაპარვას ცდილობდა - მას საკვები პროდუქტები, ორი უკაბელო ყურსასმენი და 8 კბილის ჯაგრისი მაისურის ქვეშ ჰქონდა დამალული. ამოღებული ნივთების საერთო ღირებულებამ 300 ევრო შეადგინა.
ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
წყარო: ფორმულა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.