არქივი16 ივნისი, 2024, 11:56
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 2 წელი ეძებდნენ
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, 32 წლის კაცს ძარცვა ედება ბრალად და მას იტალიელი სამართალდამცავები 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ.
საქართველოს მოქალაქე ავტომობილით გადაადგილების დროს სამართალდამცავებმა გააჩერეს და შეამოწმეს. შემოწმების დროს არმოჩნდა, რომ კაცს კრიმინალური წარსული ჰქონდა და სასამართლოს მიერ 7 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასჯელს თავი თავის დროს გერმანიაში გაქცევით აარიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.