იტალიაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიწყო

იტალიაში 6 თებერვალს გვიან გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შეჯიბრებები 22 თებერვლამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, ისინი ორ ქალაქში: მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ტარდება.
იტალიაში 6 თებერვალს გვიან გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შეჯიბრებები 22 თებერვლამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, ისინი ორ ქალაქში: მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ტარდება.
კორტინა-დ’ამპეცო მეორედ უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მილანთან ერთად. ზამთრის თამაშები იქ პირველად 1956 წელს ჩატარდა.
გახსნის ცერემონია მილანის სან -სიროს სტადიონზე გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, მას 70 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
საქართველოდან სპორტის ორ სახეობაში, ფიგურულ ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში გამოვა 8 სპორტსმენი.
თამაშებში სულ მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 3 ათასამდე სპორტსმენი თითქმის 100 ქვეყნიდან. გათამაშდება 116 მედალი სპორტის რვა სახეობასა და 16 დისციპლინაში.
თამაშებს ორი თილისმა ჰყავს - ორი სინდიოფალა - ტინა და მილო. მათი სახელები მასპინძელ ქალაქებზე მინიშნებაა.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედლები ნორვეგიელმა და შვედმა ათლეტებმა მოიპოვეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.