არქივი6 იანვარი, 2024, 13:06
იტალიაში, ავტოფარეხიდან ტანსაცმლის ქურდობის ბრალდებით, 39 წლის ქართველი კაცი დააკავეს
იტალიაში, მოდენას პროვინციაში, ტანსაცმლის ქურდობის ბრალდებით 39 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, ის 3 იანვარს, გვიან ღამით, ავტოფარეხის მფლობელმა იპოვა, თავად დააკავა და პოლიციას გადასცა.
დაკავებული ციხეში გადაიყვანეს. მას მოდენას პროვინციაში ცხოვრების უფლება აეკრძალა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.