ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა

იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა
იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა. ავტომობილი ქალს ქალაქ ბარის სტადიონ სან ნიკოლასის მახლობლად ბიტრიტო-ბარის გზაზე გადასვლისას დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურს თავად შემთხვევაში მონაწილე მძღოლმა დაურეკა. თუმცა ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქალი ადგილზე დაიღუპა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მომხდარი შემთხვევის შედეგად ბატრიტო-ბარის გზა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.