იტალიაში აეროპორტში კაცი თვითმფრინავის ძრავამ შეისრუტა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, იტალიაში, მილან-ბერგამოს აეროპორტში კაცი თვითმფრინავის ძრავამ შეისრუტა. თვითმფრინავი აფრენისთვის ემზადებოდა, როდესაც კაცი ასაფრენ-დასაჯდომ ბილიკზე შევიდა.

დაღუპული პირი აეროპორტის თანამშრომელი ან თვითმფრინავის მგზავრი არ ყოფილა.

ამის შესახებ ცნობები იტალიურ მედიაში ვრცელდება. ინფორმაციას ასევე New York Times აეროპორტის მმართველი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმფრინავი მილან-ბერგამოს აეროპორტიდან ესპანეთის ქალაქ ასტურიასში უნდა გაფრენილიყო.

იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რათა გაირკვეს, თუ როგორ აღმოჩნდა უცნობი კაცი ასაფრენ ბილიკზე აეროპორტში შესვლის გარეშე.

შემთხვევის გამო ფრენები დროებით შეჩერდა, თუმცა დღეს, სამშაბათს შუადღისას აღდგა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო