ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე C ჯგუფში მეშვიდე ტურის მატჩები ჩატარდა.
ინგლისმა, რომელმაც ევროპირველობის საგზური გასულ ტურში მოიპოვა, სახლში მალტას 2:0 სძლია და პირველი ადგილი გაინაღდა.
იტალიამ ჩრდილოეთ მაკედონია 5:2 დაამარცხა. კიეზამ და ატანასოვმა დუბლი შეასრულეს, ხოლო ჟორჟინიომ „სკუადრა აძურაში“ ზედიზედ მესამე პენალტი ვერ გაიტანა.
ინგლისი - მალტა 2:0
გოლები: 1:0 პეპე (8, საკ. კარში), 2:0 კინი (75)
იტალია - ჩრდ. მაკედონია 5:2
გოლები: 1:0 დარმიანი (17), 2:0 კიეზა (41), 3:0 კიეზა (45+2), 3:1
ატანასოვი (52), 3:2 ატანასოვი (74), 4:2 რასპადორი (81), 5:2 ელ შაარავი (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: ჟორჟინიო (40)
ჯგუფში 19 ქულით ლიდერი ინგლისია, იტალიას და უკრაინას 13-13 ქულა აქვთ, ჩრდილოეთ მაკედონიას 7, ხოლო მალტა უქულოდ დარჩა.
20 ნოემბერს უკრაინა იტალიას ლევერკუზენში უმასპინძლებს. სპალეტის გუნდს უკეთესი დამატებითი მაჩვენებელი აქვს და ევრო 2024-ის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნის.
იმავე დღეს ჩრდილოეთ მაკედონია ინგლისს სკოპიეში მიიღებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.