ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იტალიამ ზაფხულის ყველაზე პოპულარული მიმართულებების რეიტინგში საფრანგეთს გაუსწრო

იტალიამ ზაფხულის ყველაზე პოპულარული მიმართულებების რეიტინგში საფრანგეთს გაუსწრო

იტალია ამ ზაფხულს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა უცხოელ ტურისტებს შორის. რეიტინგში ის მხოლოდ ესპანეთს ჩამორჩება, რეიტინგში შემდეგ ადგილებზე არიან საფრანგეთი და თურქეთი, – ნათქვამია იტალიის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში, რომელიც Forwardkeys-ის სარეიტინგო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ეს ეხება იტალიაში საზღვარგარეთიდან ჩასულ მოგზაურებს. შიდა ტურისტების რაოდენობის მხრივ, ქვეყანა მესამე ადგილზე იყო თურქეთისა და ესპანეთის შემდეგ. თუმცა, მან მაინც მოახერხა ამ რეიტინგში საფრანგეთის გადასწრება.
ანგარიშის თანახმად, იტალიას ზაფხულის არდადეგებისთვის ყველაზე ხშირად გერმანიის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებლები ირჩევენ. ეს ტურისტები როგორც პლაჟების, ასევე იტალიის ყველაზე პოპულარული ქალაქების - რომის, მილანის, ფლორენციის, ვენეციის და სხვა - მოსანახულებლად ჩადიან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.