ის ჰოლანდიელი მოსამართლე, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მოლდოვის სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერება, თავად აღმოჩნდა კორუფციულ გარიგებაში ჩართული

საქართველოს სასამართლო სისტემა გაცილებით წინ არის, ვიდრე მოლდოვას და ალბანეთის სასამართლო სისტემები და არ მესმის, რატომ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკან, თუ ამაში არ არის ინტერესი? – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, ვეტინგის სისტემას საქართველოს ფოჩიანი კანფეტის სახით აწვდიან, თითქოს ეს სისტემა მხოლოდ მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ეხება.
„საქართველო იმ მაჩვენებლების მიხედვით, რაც ნიშნავს „სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლისგან თავისუფლებას„ და „კორუფციული გარიგებებისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას„ უსწრებს მთელ რიგ ქვეყნებს და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. ასეთ ქვეყანას ეუბნებიან, არ გივარგათ სასამართლო სისტემა და მოდით ჩვენ გავაკონტროლებთო. ვეტინგის სისტემას გვაწვდიან ფოჩიანი კანფეტის სახით, თითქოს მხოლოდ კეთილსინდისიერებას ეხება, რომ ხალხი შეიყვანონ შეცდომაში.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოლდოვაში დიდი სკანდალი იყო – ვეტინგის სისტემის მონაწილე ჰოლანდიელი მოსამართლე კორუფციულ სკანდალში გაება და უკანონოდ მიითვისა რვაას სამოცი ათასი ევრო. ეს ის ჰოლანდიელია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა მოლდოვის სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერება და თავადვე აღმოჩნდა არაკეთილსინდისიერი. რატომ ითვლება გარანტიად, რომ ადამიანი თუ უცხოელია ე.ი. კეთილსინდისიერია.
საქართველოს სასამართლო სისტემა გაცილებით წინ არის მოლდოვასა და ალბანეთის სასამართლო სისტემებზე და რატომ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკან, თუ რა თქმა უნდა, არ არის ინტერესი,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული