ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ის ცდება - ნეთანიაჰუ ღაზაში მიმდინარე ისრაელის ომზე ბაიდენის კრიტიკას გამოეხმაურა

კვირას Politico-სთან გამართულ ინტერვიუში ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ბაიდენმა თქვა, რომ ნეთანიაჰუს პოლიტიკა ისრაელს ზიანს აყენებს.
"არ ვიცი ზუსტად რა იგულისხმა პრეზიდენტმა, მაგრამ თუკი უნდოდა ეთქვა, რომ მე უმრავლესობის, ისრაელელთა უმრავლესობის სურვილების წინააღმდეგ კერძო მიზნებს მივდევ, და რომ ეს ისრაელის ინტერესებს აზიანებს, მაშინ იგი ორივე შემთხვევაში ცდება". - განაცხადა ნეთანიაჰუმ ინტერვიუში.
ნეთანიაჰუს თქმით, "ისრაელელების უმრავლესობას ესმის, რომ თუკი ასე არ მოვიქცევით, 7 ოქტომბერს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის განმეორება გვექნება, რაც ისრაელისთვის, პალესტინისთვისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი მშვიდობისთვის არის ცუდი".
შაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "მას [ნეთანიაჰუს] ისრაელის დაცვისა და ჰამასზე გამოდევნების უფლება აქვს, მაგრამ აუცილებელია, აუცილებელია, მეტი ყურადღება დაუთმოს მიღებული ზომების შედეგად დაკარგულ უდანაშაულო სიცოცხლეებს".
"ჩემი გადმოსახედიდან, იგი ისრაელს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ისრაელს ეხმარება", - დაამატა ბაიდენმა: "ეს ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ისრაელი იბრძვის და მგონია, რომ ეს დიდი შეცდომაა".

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.