ის ფაქტი, რომ ამაღლობელის მუხლი გადაკვალიფიცირდა, მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება

ის ფაქტი, რომ ამაღლობელის მუხლი გადაკვალიფიცირდა, მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე „ბათუმელების“ და „ნეტ გაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი და მუხლის გადაკვალიფიცირება მოწმობს იმას, რომ მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელია.
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არის სრულიად დამოუკიდებელი და ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს, იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სხვადასხვა სპეკულაციები ამ თემაზე, რომელიც უკვე დაიწყო, რომელიც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება ნამდვილად უადგილოა. გადაწყვეტილება მიღებულია ისეთი, რაც მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ“,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
Previous: “დიფ სთეითი” სახიფათო თუა ამერიკის უსაფრთხოებისათვის ეს ძალა საქართველოს რატომ დაინდობს?!

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს