არქივი6 დეკემბერი, 2024, 19:20
“ის, რომ აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, საგანგაშოა” – ფიშერი

საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები -პეტერ ფიშერი, შერაზ გასრი და გარეტ უორდი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდნენ, – ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი X-ზე ავრცელებს.
„ის, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა. მაქსიმალური პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც სარგებლობს უფლებით, გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ“, – წერს ელჩი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.