ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ის, რაც ქართულ ციხეებში გაბედეს და იკადრეს სააკაშვილმა, ბოკერიამ, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ოქრუაშვილმა, როდესაც ქართველ კაცებს აუპატიურებდნენ, არც ნაცისტებს უკადრიათ და არც ბოლშევიკებს

ის, რაც ქართულ ციხეებში გაბედეს და იკადრეს სააკაშვილმა, ბოკერიამ, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ოქრუაშვილმა, როდესაც ქართველ კაცებს აუპატიურებდნენ, არც ნაცისტებს უკადრიათ და არც ბოლშევიკებს
ოცი წელიწადი ველოდებოდი აი ამ ნიურნბერგის პროცესს, რომელიც დაიწყო ახლა,- ასე ეხმიანება კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ხაინდრავას თქმით, ის, რაც ქართულ ციხეებში გაბედეს და იკადრეს სააკაშვილმა, ბოკერიამ, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ოქრუაშვილმა, არც ნაცისტებს უკადრიათ და არც ბოლშევიკებს.
„გერმანიამ გადარჩენა შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ შედგა ნიურნბერგის პროცესი, მერე მთელს გერმანიაში დადიოდნენ, ყველა სოფელში და ყველა ქალაქში აჩვენებდნენ, ოსვენციმში რა ხდებოდა, გერმანელ მოსახლეობას. ეს ცნობილი ფაქტია. დადიოდნენ და აჩვენებდნენ ფილმებს, როგორ წვავდნენ ღუმელებში ცოცხალ ადამიანებს, მხოლოდ ამის შედეგად შეძლო გერმანიამ, იმის გადატანა, რის მონაწილეც იყვნენ, ნაციზმის. იგივე, ჩვენთან იყო ნაციზმი. ის, რაც ქართულ ციხეებში გაბედეს და იკადრეს სააკაშვილმა, ბოკერიამ, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ოქრუაშვილმა, როდესაც ქართველ კაცებს აუპატიურებდნენ, ეს არც ნაცისტებს უკადრიათ და არც ბოლშევიკებს. ამასთან გვაქვს საქმე და რაც უფრო მალე მიხვდება ქართული საზოგადოება, რომ ეს უნდა აილაგმოს, რუსთაველიდან ეს ავი სულები უნდა აილაგმონ, ისევე როგორც უნდა აილაგმოს ეს ბანდა, პოლიტიკური, რომელიც ცდილობს ოპოზიციის მანტია მოირგოს და მათი მხარდამჭერები ევროპასა და ამერიკაში,“-განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
Previous: ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.