პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისტორიული ჰერეთის წარმომადგენლები მარშით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

ისტორიული ჰერეთის წარმომადგენლები მარშით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

„ნუ იქნები თანამედროვე ორჯონიკიძე - ჰერეთი, საინგილო" - ამ ლოზუნგით ისტორიული ჰერეთის წარმომადგენლებმა მსვლელობა გამართეს.
მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მარშით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ბანერები წარწერით: "ჰერეთი თქვენთანაა", " ჰერეთი ევროპული მომავლისთვის" და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი შინაარსის სხვა პლაკატები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.