ისტორიული ახალი წელი ხორვატიისთვის- ქვეყანა შენგენის ზონის წევრი გახდა

ხორვატიისთვის 2023 წელი განსაკურებულად დაიწყო. ქვეყანა ევროკავშირის ბოლო წევრია, რომელიც ევროკავშირის საზღვრებს გარეშე ზონის, შენგენის წევრი გახდა და ასევე, ქვეყანაში ვალუტად ევრო შემოიღო. ამ ორი ისტორიული ნაბიჯით, ხორვატიამ ევროპასთან ინტეგრაციის დიდი ხნის ნანატრ ამბიციებს მიაღწია.
შუაღამისას, მეზობელ სლოვაკეთთან ბრეგანას საზღვრის დახურვის შემდეგ, პოლიციამ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა ნიშანი აიღო. იმავე ადგილას ახლა ნიშანი საზღვრის “თავისუფალი კვეთაა” აღმართული, რაც საზღვარის კვეთის აქამდე არსებული პროცედურების დასრულებას მიანიშნებს.
“თუ არსებობს ისტორიული მომენტები, გამორჩეული მომენტები, რომლებმაც სიამაყით უნდა აგვავსონ მათი დადგომისას, მაშინ ეს ნამდვილადაა ასეთი დღე”,- თქვა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიცმა.
პრემიერმა განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან ერთად გააკეთა.
ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წელს გახდა. ის ეკონომიკური ბლოკის 27-ე წევრია, რომელიც შენგენის ზონის ნაწილი გახდა, ხოლო ევროს საკუთარ ვალუტად მიღებაში, მე-20 ქვეყანა ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა