არქივი6 დეკემბერი, 2023, 18:29
ისტორიაში პირველად, ქართველი მომღერალი ამერიკული მუსიკალური შოუს" The Voice" ნახევარფინალშია
ისტორიაში პირველად, ქართველი მომღერალი ამერიკული მუსიკალური შოუს "The Voice" ნახევარფინალში გადავიდა. საგზურისთვის პროექტის 12 მონაწილე იბრძოდა, საბოლოოდ კი მათგან მხოლოდ 8 შეირჩა.
ნინი ბრეგვაძემ სასცენო სახელით "Nini Iris" ჟიურის და მაყურებლის აღფრთოვანება ინგლისური როკ-ჯგუფის, The cure-ს სიმღერით "Lovesong" შეძლო და შესაბამისად, ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. აისრულებს თუ არა ქართველი მომღერალი თავის ამერიკულ ოცნებას ბოლომდე და გახდება თუ არა ამერიკული The Voice-ს ფინალისტი, ეს 11 დეკემბერს გაირკვევა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.