არქივი9 ნოემბერი, 2024, 13:56
ისტორიაში პირველად ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი გრან-პრის სერიის ეტაპის გამარჯვებულია

იაპონიაში დასრულდა გრან-პრის სერიის მეოთხე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში NHK Trophy. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. სპორტსმენებმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 213,05 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები და NHK-ის თასი მოიპოვეს.
მოკლე პროგრამა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ 70,28 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 142,77 ქულა დაიმსახურეს და პირველობა არავის დაუთმეს.
ქართველმა სპორტულმა წყვილმა გრან-პრის სერიის ეტაპის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.