ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, დღეს მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებში, სადაც ისტორიაში პირველად ჩემპიონობა ქართველების წყვილმა მოიპოვა. ჩვენი ნაკრების წევრები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდნენ. მათ თავისუფალ პროგრამაშიც წარმატებით იასპარეზეს და ქვეყანას ოქროს მედლები მოუპოვეს. თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 139.80. ჯამში კი - 215.76 ქულა დაიმსახურეს.
შეგახსენებთ მამაკაცთა კატეგორიაშიც მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი ნიკა ეგაძე ლიდერობას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.