არქივი1 სექტემბერი, 2025, 12:56
ისტორიაში პირველად სანდრო თავართქილაძემ „EuroNASCAR“-ის ჩეხეთში გამართულ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა

ისტორიაში პირველად ქართველმა ავტომრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ „NASCAR“-ის ევროპის სერიების ფარგლებში ჩეხეთში ჩატარებულ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. „EuroNASCAR“-ის ასპარეზობებში ქართველი მრბოლელები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.
„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.