ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისტორიაში პირველად, განახლებადმა წყაროებმა უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ქვანახშირმა (bm.ge)

ისტორიაში პირველად, განახლებადმა წყაროებმა უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ქვანახშირმა (bm.ge)

Electrek-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით განახლებადმა წყაროებმა ქვანახშირს პირველად გადაუსწრეს. როგორც გამოქვეყნებული სტატიიდან ვიგებთ, ამ ისტორიული გარდატეხის მთავარი ფაქტორი მზისა და ქარის სადგურების რაოდენობის მკვეთრი ზრდაა.
Electrek-ი წამყვანი ენერგეტიკული ანალიტიკური ცენტრის, Ember-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში განახლებადმა წყაროებმა 5,072 ტერავატ-საათი ენერგია გამოიმუშავეს, ქვანახშირის მიერ გამომუშავებამ კი 4,896 ტერავატ-საათი შეადგინა.
Electrek-ის სტატიის თანახმად, განახლებადი ენერგიის კუთხით მსოფლიო ლიდერებად ბოლო პერიოდში ჩინეთი და ინდოეთი ჩამოყალიბდნენ. ჩინეთმა ქარის სადგურებით ელექტროენერგიით გამომუშავება 16%-ით გაზარდა, მზის სადგურებით კი - 43%-ით. პარალელურად კი, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება 2%-ით შეამცირა. რაც შეეხება ინდოეთს, ქარის სადგურებით გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობა 31%-ით გაიზარდა, 29%-იანი მატება კი მზის ელექტროსადგურების კუთხით ფიქსირდება. ქვეყანამ ქვანახშირისა და გაზის მოხმარება 3.1%-ით შეამცირა.
სამაგიეროდ, წიაღისეული საწვავის გამოყენების კუთხით ზრდა ფიქსირდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, სადაც ქარისა და წყლის ელექტროსადგურები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ამერიკის შემთხვევაში, ქვანახშირის გამოყენება 17%-ით გაიზარდა, ევროპაში კი, გაზის შემთხვევაში 14%-ით, ქვანახშირის შემთხვევაში კი, 1.1%-ით.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.