ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელ კაცი - საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ - ეს ყველა გაგებით ომია

საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ იერიშებს.
„საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ, მათ შორის, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი ევაკუაციისა და ნებისმიერი სხვა საჭირო ნაბიჯის გადადგმით. ეს ყველა გაგებით ომია“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.
ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები, ჯენინში, ტულკარემსა და დასავლეთ სანაპიროს სხვა რაიონებში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ქსელის განადგურების მიზნით მოქმედებენ.
ცნობისთვის, პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, დღეს, დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის იერიშების შედეგად, 10 პალესტინელი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.