ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელში, ღაზაში ომის დასრულებისა და დაკავებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა

ისრაელში, ღაზაში ომის დასრულებისა და დაკავებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა

ისრაელში, ღაზაში ომის დასრულებისა და დაკავებული მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აქციების ორგანიზატორების თქმით, მთავრობის გეგმები ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღების შესახებ საფრთხეს უქმნის „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების სიცოცხლეს.
გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი თელ-ავივში შეიკრიბა. ერთდღიანმა ეროვნულმა გაფიცვამ, რომელიც უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ნაწილია, ზოგიერთ რაიონში გზების, ოფისებისა და უნივერსიტეტების დახურვა გამოიწვია. სამართალდამცავებმა, დღის განმავლობაში, 40-მდე ადამიანი დააკავეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპროტესტო აქციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს „ჰამასის“ პოზიციას განამტკიცებს და მძევლების გათავისუფლებას შეაფერხებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.