ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელში ტერორისტული თავდასხმაზე, რომელსაც 7 ადამიანის, მათ შორის საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო

ისრაელში ტერორისტული თავდასხმაზე, რომელსაც 7 ადამიანის, მათ შორის საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო

იაფაში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ამის შესახებ განცხადებას თავად ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს.
მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, “ჰამასის” წევრები იყვნენ.
ცნობისთვის, ქალაქ იაფაში გუნშინდელ ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან - საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე, ასევე, რევიტალ ბრონშტეინი, შაჰარ გოლდმანი, ინბარ სეგევ ვიგდერი, ნადია სოკოლენკო და იონას ქროსისი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.