არქივი14 იანვარი, 2024, 00:32
ისრაელში მთავრობის გადადგომისა და არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია გაიმართა
თელ-ავივში, ჰაბიმას მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Times of israel-ი ავრცელებს.
ისრაელის მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ისრაელის მთავრობის მეთაურის ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ.
„თქვენ, პრემიერ-მინისტრო, დამნაშავე ხართ“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
მანამდე კი, თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.