ისრაელში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

ისრაელის საერთო უსაფრთხოების სამსახურმა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროს საკუთარი უსაფრთხოების სამსახურმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვიტალი ზვიაგინცევი, რომელიც ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Ynet იუწყება ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით.
გამოძიების ვერსიით, ზვიაგინცევმა ჰაიფაში პორტისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის, -ისა და ისრაელის გემებისა და ხომალდების, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფოტოები და ვიდეოები გადაიღო. ის ადრე უკვე დააკავეს, დაკითხეს, მაგრამ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც კიდევ ერთი თვე განაგრძობდა სხვადასხვა ობიექტის გადაღებას.
გამომძიებლების თქმით, მას შეგნებული ჰქონდა თავისი ჯაშუშური საქმიანობა და ამისთვის ანაზღაურებასაც იღებდა. საერთო ჯამში მან მეკავშირისგან, რომელმაც თავი „რომანად“ გააცნო, თითქმის 5000 დოლარი მიიღო.
4 დეკემბერს ის კვლავ დააკავეს რამათ-დავიდის საჰაერო ბაზაზე მორიგი ვიდეოს ჩაწერის დროს. ამის შემდეგ ის დააპატიმრეს. გამოცემა საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზვიაგინცევმა აღიარა მისთვის წაყენებული ბრალდებები.
ვიტალი ზვიაგინცევი დამლაგებლად მუშაობდა თელ-ავივის ოპერის თეატრში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას