ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელური მხარის ინფორმაციით, თურქი ჯარისკაცები ღაზაში, როგორც საერთაშორისო ძალების ნაწილი არ განთავსდებიან

ისრაელური მხარის ინფორმაციით, თურქი ჯარისკაცები ღაზაში, როგორც საერთაშორისო ძალების ნაწილი არ განთავსდებიან

ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა, შოშ ბედროსიანმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკაცები არ განთავსდებიან ღაზაში, როგორც საერთაშორისო ძალების ნაწილი, რომელმაც უნდა შეცვალოს ისრაელის სამხედრო ძალები ანკლავში.
„თურქი ჯარისკაცები არ იქნებიან ადგილზე – არც ახლა, არც წარსულში, არც მომავალში“, – აღნიშნა ბედროსიანმა.
ცნობისთვის, მანამდე თურქეთმა ისრაელის 37 ოფიციალური პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს თურქეთის მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებში, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების მეორე ეტაპზე ღაზის სექტორის მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.