ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება დღეს ამოქმედდება

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, ისრაელში დღეს, ადგილობრივი დროით, დილის 7 საათიდან ამოქმედდება, ტყვეების გაცვლის პროცესი კი, დღის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ BBC წერს,
ჰუმანიტარული პაუზა, შეთანხმების მიხედვით, 4 დღეს გაგრძელდება. ამავდროულად, ისრაელის არმიის თვითმფრინავები დილის 10 საათიდან დღის 6 საათამდე, ღაზის სექტორში ფრენას შეაჩერებენ.
4-დღიანი ზავის პერიოდში, „ჰამასი“ 50 მძევალს, ისრაელი კი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, ისრაელმა უკვე დაადასტურა, რომ მზადაა, დღეს 39 ადამიანი გამოუშვას.

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.