,,ისრაელო, შენ გაქვს ატომური ბომბი, თურქეთი არ დაუშვებს ბირთვული იარაღისა და ატომური ბომბების საკითხის დავიწყებას”- ერდოღანი

თურქეთი არ შეეგუება ს პოლიტიკას, რომელიც მუდმივ ოკუპაციას, მიწების მიტაცებას და ჩაგრულთა ხოცვას მოიცავს, რათა ღაზა დაუსახლებელ ტერიტორიად იქცეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„თავდასხმებმა, რომლებსაც 13 000-ზე მეტი ჩვენი პალესტინელი ძმა ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ აჩვენა ისრაელისა და მისი მხარდამჭერების ნამდვილი სახე და მიზანი. ამის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მიერ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სანქციების გარეშე არ დარჩეს“, – აღნიშნავს ერდოღანი.
ერდოღანის თქმით, ყველა კეთილსინდისიერ ქვეყანას, ისლამურ სამყაროსთან ერთად, ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ისრაელმა აღარ გაიმეოროს მსგავსი სისასტიკეები.
„ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიცოდეთ. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა და ამის თქმაზე ყოყმანი საჭირო არ არის. ეს არის სიმართლე“, – აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტი.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნდა წარდგეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.
„ნეთანიაჰუ წასულია. ისრაელელი ხალხიც კი მას მხარს აღარ უჭერს. თურქეთი არ დაუშვებს ბირთვული იარაღისა და ატომური ბომბების საკითხის დავიწყებას. ისრაელო, თქვი გაქვს თუ არა ატომური ბომბი. მას ამის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ნახეთ, ჩვენ ამას ვამბობთ – ისრაელო, შენ გაქვს ატომური ბომბი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის, მათ შორის, თურქეთის უსაფრთხოებას, ჩვენ წარვადგენთ ინიციატივებს, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წინაშე“, – დასძინა ერდოღანმა.