ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერი და სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი მოკლა

Xtbl.ge/7i4nისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მოკლულია ჰამასის ლიდერი და ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი, იზ ალ-დინ ალ-ჰადადი. ის IDF-მა გუშინ ღამით საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლა.
IDF-ის მიხედვით, ჰადადი “7 ოქტომბრის სასტიკი მასობრივი მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო”. მან ჰამასის სამხედრო ხელმძღვანელისა და ღაზაში ორგანიზაციის ლიდერის პოზიცია მას შემდეგ დაიკავა, რაც 2025 წლის მაისში ისრაელმა მოჰამედ სინვარი მოკლა.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ჰადადი “ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის შესაძლებლობების აღდგენაზე მუშაობდა და ისრაელის მოქალაქეებსა და IDF-ის სამხედროებზე არაერთ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა”.
“ომის განმავლობაში ჰადადი მართავდა ჰამასის მძევლების სისტემას და მათ გარშემო იკრებდა, რათა საკუთარი ლიკვიდაციის თავიდან აცილება ეცადა”. – აცხადებს IDF.
ალ-ჰადადი ჰამასში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მსახური მეთაური იყო, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას მისი დაარსების ადრეულ ეტაპზე შეუერთდა.ამავე თემაზე7 მაი, 14:43მედია: ღაზაში ისრაელის იერიშს ჰამასის ლიდერის, ხალილ ალ-ჰაიას ვაჟი ემსხვერპლა27 აპრ, 16:14IDF: ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე იერიშები მიიტანა26 აპრ, 00:17ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიას სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლაზე “ძლიერი” იერიშების გაგრძელება დაავალა14 აპრ, 17:37იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება შეაჩერა16 მარ, 10:48ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიბანის სამხრეთში “შეზღუდული” სამხედრო ოპერაცია დაიწყოკომენტარებიბოლო სიახლეები