ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მთავარი ქალაქის ხან-იუნისის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მთავარი ქალაქის ხან-იუნისის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისი აცხადებს, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა საევაკუაციო ტერიტორიის რუკა, რომელიც მოიცავს ქალაქ ხან-იუნისის დაახლოებით 20 პროცენტს
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებამდე ქალაქში 110 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
ამ რაიონში განთავსებულია 32 თავშესაფარი, რომელშიც 140 ათასზე მეტი ადგილნაცვალი ადამიანი იმყოფება, მათ უმეტესობა მანამდე სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდანაა ევაკუირებული.
ისრაელის არმიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ხან- იუნისში სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებზე “სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციები ჩატარდა ათობით ტერორისტისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”.
პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს, რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, ღაზის სექტორში ერთი კვირით ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს დაახლოებით 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ.
წინა ზავის დროს, ნოემბრის ბოლოს, „ჰამასმა“ 105 მძევალი გაათავისუფლა.
არსებული ინფორმაციით, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება ცეცხლის დროებითი შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლებაზე უშედეგოდ დასრულდა. Wall Street Journal-ი ეგვიპტურ მხარეზე დაყრდნობით წერს, რომ ნებისმიერ დროებით ზავამდე დაჯგუფებაჰამასის წარმომადგენლები ისრაელისგან ღაზის სექტორიდან ჯარების სრულად გაყვანას და ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს