არქივი17 ივლისი, 2024, 12:27
ისრაელმა ღაზაში 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყა
ისრაელმა ღაზაში 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა მოიერიშე თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით ღაზის სექტორში მდებარე 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმები რაკეტების გამშვებ პუნქტებსა და ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.
ასევე, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დრონით თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ სნაიპერი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.