ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის სახლს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლს დაარტყეს.
„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი კატარში ცხოვრობს, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ მისი სახლი ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის ადგილი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისმაილ ჰანიეს სახლს გამანადგურებელი თვითმფრინავებით დაარტყეს.
ჰანიე “ჰამასის” პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს, თუმცა რამდენიმე წელია კატარში ცხოვრობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.