ისრაელმა საზღვაო სარაკეტო თავდაცვის სისტემა პირველად გამოიყენა

საპორტო ქალაქ ეილატში, ისრაელმა პირველად გამოიყენა საზღვაო სარაკეტო თავდაცვის სისტემა წითელი ზღვიდან მოახლოებული დრონის ჩამოგდების მიზნით.
ეილატი, ირანის მხარდაჭერილი იმენური დაჯგუფების, “ჰუტების” ხშირი სამიზნეა. “ჰუტები” ღაზაში მიმდინარე ომში, “ჰამასს” უჭერენ მხარს და შურისძიების მიზნით, გამუდმებით ესხმიან თავს ისრაელს.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელმა სარაკეტო ნავები წითელ ზღვაში განათავსა. ერთ-ერთმა სარაკეტო ნავმა ჩამოაგდო დრონი ახალი სისტემით, სახელწოდებით C-გუმბათი.
„ისრაელის თავდაცვის ძალების საარის მე-6-კლასის კორვეტის სარაკეტო ხომალდმა წარმატებით შეაჩერა დრონი, რომელიც აღმოსავლეთიდან მიუახლოვდა და ეილათის ყურის მიდამოში შევიდა“, – ნათქვამია სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორის თქმით, C-გუმბათი იმავე ჩამჭრელებს იყენებს , რომელსაც ხმელეთზე დაფუძნებული რკინის გუმბათი. ის ებრძვის მოკლე დისტანციაზე მოქმედ რაკეტებს და დრონებს. რკინის გუმბათს ისრაელის დასაცავად, მრავალსაფეხურიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა გააჩნია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ