ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა რაფაჰზე საჰაერო იერიში მიიტანა

“ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში, რაფაჰში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელმა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ საჰაერო იერიში განახორციელა, რომლის სამიზნე „ჰამასის“ ბოევიკები იყო. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობა დააზიანა, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტს განიხილავენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ გამოიყენეს ზუსტი იარაღი ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, გუშინ „ჰამასმა“ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც, თელ-ავივსა და მის ირგვლივ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმოდა. გასროლილი რვა რაკეტიდან ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია, ნაწილი კი მინდვრებში დაეცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.