ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა ლიბანზე დარტყმები განახორციელა, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი

ლიბანში, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მინიმუმ 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად სოფელ სუანეში ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა, სამხრეთ ლიბანის ქალაქ ნაბატიეში კი - ერთი ოჯახის ოთხი წევრი.
ამასთან, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში თავდასხმების დროს მათი ორი მებრძოლი მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ დაარტყა, რომელსაც ისრაელელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.