ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა ირანზე თავდასხმისთვის უკრაინული “აბლაბუდას” ტაქტიკა გამოიყენა – მედია

ისრაელმა ირანზე თავდასხმისთვის უკრაინული “აბლაბუდას” ტაქტიკა გამოიყენა – მედია

ისრაელმა ირანზე თავდასხმისთვის უკრაინული “აბლაბუდას” ტაქტიკა გამოიყენა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე შეტევითი დრონების საიდუმლო ბაზა შექმნეს, საიდანაც თავდასხმები ხორციელდებოდა.
„ალ ჯაზირას“ ცნობით, კამიკაძე დრონებმა მიზანმიმართული დარტყმები განახორციელეს თეირანთან ახლოს, ასფაგაბადის ირანის სამხედრო ბაზაზე. „მოსადის“ აგენტებმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მახლობლად მაღალი სიზუსტის იარაღიც განათავსეს. როდესაც შეტევა დაიწყო, რაკეტები პირდაპირ ირანის ტერიტორიიდან გაუშვეს.
კიდევ ერთი ოპერაციის ფარგლებში, მოსადმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანეიტრალებლად მანქანებზე სპეციალური მოწყობილობები დაამონტაჟა. მოწყობილობები ზუსტად მუშაობდნენ და სამიზნეებს წარმატებით განადგურდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.