ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა ინტენსიური დარტყმები განახორციელა ჰეზბოლას ობიექტებზე სამხრეთ ლიბანში

ისრაელმა ინტენსიურად დაბომბა სამხრეთ ლიბანში მდებარე ხეობა - იუწყებიან ლიბანის უსაფრთხოების წყაროები და ისრაელის არმია, რაც ისრაელის მხრიდან იშვიათი აღიარებაა საზღვარზე საგანგებო ძალების ოპერაციისა.
ლიბანის უსაფრთხოების ძალებმა სააგენტო როიტერსს უთხრეს, რომ ხეობაზე დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა სულ მცირე 16 საჰაერო დარტყმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთის საზღვართან ბოლო ხანებში ცეცხლს ცვლის ისრაელის ძალებთან, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მხარდაჭერის მიზნით.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ განახორციელა "საჰაერო და საარტილერიო დარტყმები" ჰეზბოლას ობიექტებზე და იარაღის ინფრასტრუქტურაზე, ტყით დაფარულ სულუკის ხეობაში.
ლიბანის უსაფრთხოების წყაროები არ ადასტურებენ მოხვდა თუ არა დატყმები ჰეზბოლას სამიზნეებს, თუმცა აცხადებენ, რომ ეს შეიარაღებული ჯგუფი ამ ხეობას იყენებდა ისრაელისთვის რაკეტების სასროლად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.