ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა თავის სამხედროებს აზერბაიჯანისა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), ირანის საფრთხის გამო, თავის ჯარისკაცებს აზერბაიჯანსა და საქართველოში დარჩენა აუკრძალა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია Kan-ი იტყობინება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობის განცხადების მიხედვით, სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანაში სამხედრო სამსახურში მყოფი ისრაელელები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ ისრაელში.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ირანთან ახლოს მდებარეობს, სადაც ირანელების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს და აზერბაიჯანი ასევე იზიარებს საზღვარს ამ ისლამურ რესპუბლიკასთან.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ჯარები უნდა იმყოფებოდნენ “სიფხიზლის გაზრდილ დონეზე” ირანის შესაძლო თავდასხმის გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.