ისრაელმა, ევაკუაციის ბრძანების შემდეგ, სამხრეთ ღაზას დაარტყა

ისრაელმა ღაზას სამხრეთით ახალი დარტყმები განახორციელა, რის გამოც ასობით პალესტინელმა ტერიტორია დატოვა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მედიკოსებისა და პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალაქ ხან-იუნისსა და მის მიდამოებში განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელები გააფრთხილა, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია დატოვონ, მას შემდეგ რაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთაგანაც რამდენიმე ჩამოაგდეს, დანარჩენი კი – ღია ტერიტორიაზე დაეშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)