ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში ომს გააგრძელებს იმისგან დამოუკიდებლად, ექნება თუ არა საერთაშორისო მხარდაჭერა

ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეცდომა იქნებოდა და რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს იმისგან დამოუკიდებლად, ექნება თუ არა ამაში საერთაშორისო მხარდაჭერა.
„ისრაელი გააგრძელებს ‘ჰამასის' წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე. ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა საჩუქარი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაცია ‘ჰამასისთვის', რაც მას საშუალებას მისცემს დაბრუნდეს და საფრთხე შეუქმნას ისრაელის მოსახლეებს“, – თქვა მან.
კოენმა საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდა „ეფექტიანად და აგრესიულად“ მოქმედებისკენ, რათა დაიცვან გლობალური საზღვაოსნო გზები.
13 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას, რომლის შესრულება არ არის სავალდებულო, 153-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საქართველომ კენჭისყრისგან თავი შეიკავა.
12 დეკემბერს -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი კარგავს მხარდაჭერას ღაზის სექტორის განურჩეველი დაბომბვის გამო. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ უნდა შეცვალოს მოქმედება. როგორც Reuters-ი შენიშნავს, ბაიდენის ეს სიტყვები ნათელყოფს აშშ-სა და ისრაელს შორის აზრთა ახალ სხვადასხვაობას.
ისრაელის სამხედრო ოპერაციას, როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, ემსხვერპლა 18 ათასი ადამიანი, დაჭრილია ღაზის სექტორში მცხოვრები 50 ათასი ადამიანი. 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას 1200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით მძევლად აიყვანეს. მძევალთა ნაწილი გათავისუფლებულია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ხანმოკლე ზავის პერიოდში.