ისრაელმა „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივანი, „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ანტონიო გუტერეშის გამოხმაურებაზე პასუხს წარმოადგენს.
„მან ირანი სახელით ვერ მოიხსენია და ირანის აგრესია კატეგორიულად ვერ დაგმო. ის, ვინც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ირანის საშინელ თავდასხმას ვერ გმობს, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმას არ იმსახურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია