ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა

The Guardian-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცეს. IDF-ის თქმით, საავადმყოფო შემდეგი ერთი საათის განმავლობაში უნდა დაცალონ.

როგორც საავადმყოფოს დირექტორი მუჰამედ აბუ სალმია ამბობს, მას 650 პაციენტის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია დაავალეს.
ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელი აცხადებს, რომ შენობის მიწისქვეშ ტერორისტებს სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი, თუმცა "ჰამასი" ამას უარყოფს. გაეროს შეფასებით კი, ოთხშაბათს ისრაელის ჯარების შესვლამდე საავადმყოფოს 2 300 ადამიანი აფარებდა თავს.

ცნობისთვის, ისრაელმა არაერთხელ მოუწოდა, რომ საავადმყოფოდან სამხრეთით მომხდარიყო ევაკუაცია, თუმცა ექიმები ამბობდნენ, რომ პაციენტების გადაყვანა შეუძლებელი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.